ვლადიმერ გუცაევი - მგონია, რომ კვარაცხელია ინსინიეს უმტკივნეულოდ შეცვლის #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - მგონია, რომ კვარაცხელია ინსინიეს უმტკივნეულოდ შეცვლის #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტისთანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლასა და პერსპექტივაზე ისაუბრა. თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელის შეფასებით, „ჯვაროსნების“ 21 წლის თავდამსხმელს ყველა საჭირო თვისება გააჩნია, რომ მაღარ დონეზე ითამაშოს.

„ხვიჩა კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფერი აქვს. კერძოდ, ძალიან ნიჭიერია, ძალიან დიდი სისწრაფე გააჩნია და ფინტები იცის. რაც ერთ-ერთი მთავარია, გოლების გატანის უნარი გააჩნია. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ „ნაპოლის“ რეზერვში დიდხანს იქნება. იტალიის ჩემპიონატი აღარ არის ადრინდელივით, არც ინგლისის პრემიერლიგაა. დიდი ხანია, დიდი ვარსკვლავები არ ჰყავთ. გუნდთან ადაპტაცია უნდა გაიაროს“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.

ქართული ფეხბურთის ლეგენდის თქმით, კვარაცხელიას იტალიაში დასამკვიდრებლად საჭირო თვისებები გააჩნია.

„მგონია, რომ ერთ წელიწადში ხვიჩა წამყვანი მოთამაშე იქნება არა მხოლოდ „ნაპოლიში“, არამედ იტალიაშიც. შესაძლოა, პროფესიონალი იყო, მაგრამ ნიჭი არ გქონდეს. ხვიჩა პროფესიონალიცაა და ნიჭიც აქვს. ახალგაზრდაა, მოტივაცია გააჩნია და ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ გაგვახარებს. დარწმუნებული ვარ, რომ ინსინიეზე უფრო სწრაფია, უფრო საინტერესო ფინტები აქვს და გოლების არანაკლები უნარი აქვს და მგონია, რომ მას უმტკივნეულოდ შეცვლის“.