ვლადიმერ გუცაევი - კარგია, ერთა ლიგის ფინალს ჩვენი წყვილის გამარჯვებული რომ უმასპინძლებს
ვლადიმერ გუცაევი - კარგია, ერთა ლიგის ფინალს ჩვენი წყვილის გამარჯვებული რომ უმასპინძლებს
„იმედია, ევროპის ჩემპიონატზე, ამ დიდ საფეხბურთო ზეიმზე, საქართველოც მოხვდება“ – ეს საქართველოს პირველ არხთან თბილისის „დინამოს“ ვეტერანმა ფეხბურთელმა ვლადიმერ გუცაევმა ერთა ლიგის ნახევარფინალების წილისყრის კომენტარისას თქვა.
 
უეფას ოფისში გამართულ წილისყრაზე გაირკვა, რომ ერთა ლიგის „დ“დივიზიონის ფინალურ შეხვედრას საქართველოსა და ბელარუსის წყვილში გამარჯვებული ქვეყანა უმასპინძლებს. ამჟამად, ევრო2020-ის ერთ საგზურს ერთმანეთს „დ“ ლიგის 4 საუკეთესო გუნდი ეცილება. „დ“ ლიგის პირველ ნახევარფინალში საქართველო ბელორუსს უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს წყვილის მოგებულს საკუთარ მოედანზე მიიღებს.
თბილისის „დინამოსა“ და ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ საქართველო ამ შეხვედრების მოგებას მოახერხებს.
„ყველა იმის იმედით ვართ და ვცხოვრობთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ. ძალიან კარგია, რომ ერთა ლიგის ფინალს ჩვენი წყვილის გამარჯვებული უმასპინძლებს. საამისოდ ბელარუსს უნდა მოვუგოთ, მე კი ამის იმედი მაქვს. მეორე წყვილში ძალიან კარგი გუნდები დაწყვილდნენ, მაგრამ შვეიცარიისა და დანიის დონის არც ერთი არაა და ეს მაიმედებს“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან გუცაევი.