ვლადიმერ გუცაევი - ახალგაზრდულ ნაკრებში შეიძლება ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჩამოყალიბდეს #1TVSPORT
ვლადიმერ გუცაევი - ახალგაზრდულ ნაკრებში შეიძლება ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჩამოყალიბდეს #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანმა ვლადიმერ გუცაევმა 21-წლამდელთა ევრო 2023-ის შესახებ ისაუბრა.

„ფაქტობრივად, ჩვენს ქვეყანაში მსგავსი აჟიოტაჟი, რაც ახლა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატისადმია, არასოდეს არ ყოფილა. უპირველსად იმის გამო, რომ 7-8 კაცი ახალგაზრდული ნაკრებიდან ეროვნულში თამაშობს. მეორე ის ფაქტორია, რომ ასეთი დონის ტურნირი საქართველოში ჩვენს ისტორიაში პირველად ჩატარდება. თანაც, საქართველოს ნაკრებს უძლიერესი გუნდები შეგვხდნენ. რომ ავიღოთ პორტუგალია, ამ ასაკში თითქმის სულ ფინალშია. მას ყოველთვის ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს, იმავე ბელგიაში ფეხბურთის ბუმია – დღეს ევროპის გრანდებში ბელგიიდან აუცილებლად თამაშობენ, „სიტიში“, „ლივერპულში“, „რეალში“… ნიდერლანდებიც ტრადიციულად, ძლიერი ნაკრებია.

ივნისამდე დიდი დროც არაა დარჩენილი და ამიტომ ძალიან საინტერესოა, როგორ მოემზადება ჩვენი გუნდი. ბევრი საქართველოს ჩემპიონატშია, ბევრიც უცხოეთშია და კარგ კლუბებში თამაშობენ. ერთი მხრივ, ძალიან ძლიერი შემადგენლობაში შეიძლება ჩამოყალიბდეს – კვარაცხელია, დავითაშვილი, მეკარე მამარდაშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, მიქაუტაძე. ეს ბიჭები, ფაქტობრივად, ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშობენ. თუმცა, 20 ივნისს ეროვნული ნაკრების შოტლანდიაში თამაშობს და გასაგებია, რომ პრიორიტეტი მას ენიჭება, მაგრამ საინტერესოა, შემდეგ რას ვაკეთებთ, შეგვიძლია თუ არა, ეროვნულის ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებს დავახმაროთ“, – ამბობს ვლადიმერ გუცაევი.