ვიტსელი „დორტმუნდში“ ითამაშებს
ვიტსელი „დორტმუნდში“ ითამაშებს

ბელგიის ნაკრების საყრდენმა ნახევარმცველმა აქსელ ვიტსელმა ევროპაში დაბრუნება გადაწყვიტა. 29 წლის ფეხბურთელი დორტმუნდის „ბორუსიაში“ ითამაშებს.

როგორც RTBF იტყობინება, ვიტსელმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ტრანსფერის შესახებ მალე ოფიციალურად გამოაცხადებენ.

არაოფიციალური ინფორმაციით, ვიტსელის ყოფილი კლუბი, ჩინური „ტიანძინი“ 20 მილიონ ევროს მიიღებს. ბელგიელი ჩინეთში 2017 წელს გადავიდა, მანამდე კი ხუთი სეზონი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტში“ გაატარა.