"ვიტესის" ფეხბურთელმა მსაჯს ყვითელი ბარათი უჩვენა (ვიდეო)

საინტერესო ეპიზოდი მოხდა ჰოლანდიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში “ვიტესსა” და “ტვენტეს” შორის.

61-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა “ვიტესის” ნახევარმცველ ნავარონე ფოორს ხელი შეუშალა, რის გამოც ორივე გაზონზე აღმოჩნდა. ფეხბურთელი არ დაიბნა, მსაჯის ჯიბიდან ყვითელი ბარათი ამოიღო და არბიტს უჩვენა. არბიტრი, რომელსაც სათანადო იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა, ფეხბურთელის ამ სპონტანურ საქციელს ღიმილით შეხვდა.

“ვიტესმა” შეხვედრა 5:0 მოიგო და ევროპის ლიგის პლეი ოფის ზონაში მოხვდა.