ვიტანჯები დეპრესიით, პანიკური შეტევებით და ასთმით, მაგრამ... - ოლიმპიური ჩემპიონისა და რეკორდსმენის, ნოა ლაილზის სამოტივაციო სიტყვები #1TVSPORT
„პლანეტის ყველაზე სწრაფმა ადამიანმა“ (როგორც ამერიკელ ნოა ლაილზს მოიხსენიებენ) საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და პარიზის ოლიმპიადაზე 100-მეტრიანი დისტანცია 9,79 წამში დაფარა.
ლაილზმა წამის მეასედებით გაასწრო უახლოეს მდევარს, იამაიკელ კიშანე ტომპსონს და ოქროს მედალი მოიპოვა. „პლანეტის ყველაზე სწრაფი ადამიანი“ სოციალურ ქსელში საკუთარ მიღწევას გამოეხმაურა და აღიარა, რომ, სარბენი ბილიკების მიღმა, არაერთი სერიოზული პრობლემის გადალახვა უწევს.
„ვიტანჯები დეპრესიით, პანიკური შეტევებით, ყურადღების დეფიციტის სინდრომით, ასთმით, ალერგიით, მაგრამ მე თქვენ გეტყვით, რომ არსებული მოცემულობა არ განსაზღვრავს იმას, რადაც შეიძლება იქცეთ. ყველაფერი თქვენს ხელშია“, – მიაჩნია 20204 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ნოა ლაილზს.