ვიტალი დარასელიას თასზე ნახევარფინალისტები ცნობილია - „დინამო თბილისი“ „ჯენოას“ შეხვდება #1TVSPORT
ვიტალი დარასელიას თასზე ნახევარფინალისტები ცნობილია - „დინამო თბილისი“ „ჯენოას“ შეხვდება #1TVSPORT

ვიტალი დარასელიას თასზე დღეს მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა.

გუშინ ჯგუფებში „დინამო თბილისის“ და „სევილიის“ ასაკობრივმა გუნდებმა გაიმარჯვეს, დღეს კი დანარჩენი ორი ნახევარფინალისტიც გამოვლინდა.

იტალიურმა „მონცამ“ თურქული „ბაშაქშეჰირი“ პენალტების სერიაში (0:0, პენალტებით – 5:4) დაამარცხა და ტიტულისთვის ბრძოლას განაგრძობს. „ჯენოამ“ კი „ყარაბაღს“ 1:0 მოუგო და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

ხვალ, 8 აპრილს ნახევარფინალში „დინამო თბილისის“ აკადემია „ჯენოას“ შეხვდება, ხოლო „სევილია“ „მონცას“ დაუპირისპირდება.

დასკვნითი მატჩები კი 9 აპრილს გაიმართება.