ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „დინამოელი“ ალექსანდრე ფეიქრიშვილია #1TVSPORT
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე „დინამოელი“ ალექსანდრე ფეიქრიშვილია #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემიის შემტევი ნახევარმცველი ალექსანდრე (სანდრო) ფეიქრიშვილი ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ ტურნირზე ყველა შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ფინალში კი ესპანური „სევილიას“ აკადემიის გუნდი 2:1 დაამარცხა და ვიტალი დარასელიას თასი ზედიზედ მეორედ მოიგო.

„დინამოს“ აკადემიის 16 წლის ფეხბურთელმა ტურნირზე ჩატარებულ ოთხ მატჩში ხუთი გოლის გატანა მოახერხა. პირველ ტურში ფეიქრიშვილმა „მონცასთან“ (2️:0) იტალიელებს️ მეორე გოლი გაუტანა. მან თავის გამოჩენა მხოლოდ მეორე შეხვედრაში, „ყარაბაღთან“ დიდი ანგარიშით მოგებულ (7:1) მატჩში ვერ შეძლო. საბა სამუშიასთან ერთად, ალექსანდრე ფეიქრიშვილმა ნახევარფინალსა და ფინალში გადამწყვეტი როლი ითამაშა – „ჯენოასთან“ (4:1) ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ფინალში „სევილიასთან“ გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

სანდრო ფეიქრიშვილი საქართველოს 17 და 18-წლამდე ნაკრებების წევრია. მისი მამა, გიორგი ფეიქრიშვილი ახლო წარსულში „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველი და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშე იყო. თამაშობდა „ვიტ ჯორჯიაში“, „დინამო თბილისში“ (2007-2009), ბოლნისის „სიონში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და რუსთავის „ოლიმპში“. ის რამდენიმე წელი ყაზახეთის პრემიერლიგის „ატირაუში” გამოდიოდა, კარიერა კი აქტაუსკასპიისკში“ გამოსვლის შემდეგ, 33 წლის ასაკში დაასრულა.