ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე „ლოკომოტივი“ „ვალენსიასთან“ დამარცხდა #1TVSPORT
თბილისის „ლოკომოტივი“ ვიტალი დარასელიას სახელობის თასის პირველ ტურში „ვალენსიის“ აკადემიის გუნდს დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
„ლოკო არენაზე“ გამართულ შეხვედრაში „ვალენსია“ პირველივე ტაიმში 3:0 დაწინაურდა და სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. დომინიკას სტაუკასმა ანგარიში 55-ე წამზე გახსნა, მე-8 წუთზე მარკ მარტინესმა ესპანელების უპირატესობა გაზარდა, ხოლო ტაიმის მიწურულს პაბლო გარსიამ პენალტი გამოიყენა.
70+2-ე წუთზე (ტაიმები 35-წუთიანია) ლუკა მალიძემ სხვაობა შეამცირა, თუმცა თბილისის „ლოკომოტივმა“ თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა და საბოლოოდ 1:3 დამარცხდა.
თბილისელები მეორე შეხვედრას ხვალ თურქული გრანდის, „გალათასარაის“ აკადემიის წინააღმდეგ გამართავენ.
შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ დარასელიას თასი „უოტფორდთან“ მოგებით (3:0) დაიწყო.
მეორე ტური, 24 აგვისტო
თბილისის ზღვა, „ილია კოკაია არენა“
18:00 | „უოტფორდი“ – „იუვენტუსი“
საგურამო, „ლოკო არენა“
21:00 | „ლოკომოტივი“ – „გალათასარაი“