ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე ჯგუფები ცნობილია - „დინამო თბილისი“ „იუვენტუსს“ შეხვდება, „ლოკომოტივი“ - „ვალენსიას“ #1TVSPORT
ცნობილი გახდა ვიტალი დარასელიას სახელობის თასის მონაწილე გუნდების სრული შემადგენლობა – ინფორმაციას „დინამო თბილისის“ პრესსამსახური ავრცელებს.
ტურნირზე საქართველოს „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“ წარადგენენ.
ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:
A ჯგუფი: „დინამო თბილისი“, „იუვენტუსი“, „უოტფორდი“
B ჯგუფი: „ვალენსია“, „გალათასარაი“, „ლოკომოტივი“ (თბილისი).
საერთაშორისო ტურნირი სტარტს 23 აგვისტოს აიღებს და 28 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. წლევანდელ ტურნირში მონაწილეობას 16-წლამდე ფეხბურთელთა ექვსი გუნდი მიიღებს.
ტურნირის არსებობის ისტორიაში პირველად ყველა მატჩი ბუნებრივსაფრიან მოედნებზე ჩატარდება. შეხვედრებს ილია კოკაიას საფეხბურთო ცენტრი („ზესტაფონის“ ბაზა) და „ლოკომოტივის“ საგურამოს ბაზა უმასპინძლებენ.
ვიტალი დარასელიას თასის ბოლო გათამაშება 2023 წელს ჩატარდა და „დინამო თბილისის“ გამარჯვებით დასრულდა.