ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე „დინამო თბილისმა“ „იუვენტუსი“ დაამარცხა - მეოთხედფინალები 26 აგვისტოს გაიმართება #1TVSPORT
„დინამო თბილისის“ აკადემიამ ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებაზე მეორე ტურში ტურინის „იუვენტუსი“ 3:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
თბილისელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად დაიწყეს და 2:1 მოიგეს, მეორე ნახევარში კი იტალიური კლუბის კარი კიდევ ერთხელ აიღეს და A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.
დღის პირველი შეხვედრა კი საგურამოში გაიმართა – B ჯგუფში „ვალენსიამ“ „გალათასარაი“ 4:1 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალში ითამაშებს, მეორე ადგილზე „ლოკომოტივი“ გავიდა (3), ხოლო თურქული კლუბი უქულოდ ბოლო ადგილზე დარჩა.
A ჯგუფი
„დინამო თბილისი“ – 6 ქულა
„უოტფორდი“ (ინგლისი) – 3
„იუვენტუსი“ (იტალია) – 0
B ჯგუფი
„ვალენსია – (ესპანეთი) – 6
„ლოკომოტივი“ (თბილისი) – 3
„გალათასარაი“ (თურქეთი) – 0
ტურნირის დებულების მიხედვით, ჯგუფებში მეორე-მესამე ადგილზე გასული გუნდები მეოთხედფინალში ითამაშებენ, ხოლო ამ წყვილების გამარჯვებულები პირველადგილოსნებს ნახევარფინალებში დაუპირისპირდებიან.
26 აგვისტოს განრიგი
18:00 | „უოტფორდი“ – „გალათასარაი“
21:00 | „ლოკომოტივი“ – „იუვენტუსი“