ვიტალი დარასელიას სახელობის თასის საუკეთესო მოთამაშედ „ვალენსიის“ ნახევარმცველი დაასახელეს #1TVSPORT
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის საუკეთესო მოთამაშედ „ვალენსიის“ ნახევარმცველი დაასახელეს #1TVSPORT

ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშება დასრულდა და ორგანიზატორებმა საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს.

გამორჩეულ ფეხბურთელებს პრიზები საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელებმა, არჩილ და შოთა არველაძეებმა და თბილისის „დინამოს“ ლეგენდარულმა თავდამსხმელმა, დარასელიას თასის საპატიო ელჩმა, ვლადიმერ გუცაევმა გადასცეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტურნირი „იუვენტუსის“ გამარჯვებით დასრულდა (ფინალში „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა), საუკეთესოებში ყველაზე ფასეული ჯილდოები ესპანელებმა მიიღეს.

2024 წლის დარასელიას თასის გათამაშების საუეკთესო მოთამაშედ „ვალენსიის“ შემტევი ნახევარმცველი, მარკ მარტინესი დაასახელეს, ხოლო ბომბარდირი მისი თანაგუნდელი, წარმოშობით ლიეტუველი, დომინიკას სტაუკასი გახდა, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა.