ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გამარჯვებული ტურინის „იუვენტუსი“ გახდა #1TVSPORT
ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გამარჯვებული ტურინის „იუვენტუსი“ გახდა #1TVSPORT

ვიტალი დარასელიას თასის გამარჯვებული „იუვენტუსის“ აკადემიის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში „ვალენსია“ 1:0 დაამარცხა.

„დინამო არენაზე“ გამართული დაპირისპირების ბედი იტალიელებმა პირველი ტაიმის ბოლოს გადაწყვიტეს – 39-ე წუთზე (ფინალურ მატჩში 40-წუთიანი ტაიმები იყო) ფაბიო ბადარაუს გატანილი გოლი ერთადერთი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ ტურინელებს გამარჯვება მოუტანა.

საინტერესოა, რომ „იუვენტუსის“ აკადემიის გუნდი ჯგუფში „უოტფორდსა“ და „დინამო თბილისთან“ დამარცხდა, ბოლო ადგილი დაიკავა, მაგრამ ტურნირის დებულებამ თასისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალება მისცა, რითიც იტალიელებმა შესანიშნავად ისარგებლეს.

მეხუთე ადგილისთვის „ლოკომოტივი“ „გალათასარაის“ შეხვდა და 2:0 დაამარცხა, ხოლო მესამე ადგილისთვის მატჩში „დინამო თბილისმა“ „უოტფორდთან“ 0:1 წააგო.