ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ვიტ ჯორჯია სეზონისათვის ემზადება. ვეტერინარებმა წლის პირველი საკონტროლო შეხვედრა ცხინვალთან „მცხეთა პარკზე“ გამართეს და დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს.
ანგარიში სტუმრებმა მე-4 წუთზე, გიორგი მაღალდაძის გოლით გახსნეს – 0:1. ვიტ ჯორჯიელებმა წონასწორობა ორ წუთში, ზურაბ ღირდალაძის ზუსტი დარტყმით აღადგინეს – 1:1. მე-18 წუთზე, პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ, მეტოქის კარი ვანო კურდღელაშვილმა აიღო – 2:1.
მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს. 62-ე წუთზე, დათო საჯაიას გადაცემის შემდეგ, თავი ზურაბ მუსელიანმა გამოიჩინა – 3:1, რომელმაც 68-ე წუთზე დუბლი შეასრულა – 4:1. საფინალო შედეგი 75-ე წუთზე, გიორგი ვაზაგაშვილმა დააფიქსირა, რომელმაც ცხინვალელთა კარი საჯარიმო დარტყმით აიღო – 5:1.
ვიტ ჯორჯია 5:1 ცხინვალი
გოლები: 0:1 მაღალდაძე (4’) 1:1 ღირდალაძე (6’) 2:1 კურდღელაშვილი (18’) 3:1 მუსელიანი (62’) 4:1 მუსელიანი (68’) 5:1 ვაზაგაშვილი (75’)
ვიტ ჯორჯია (Iტაიმი): შეროზია, ჩაკვეტაძე, ჩიტიშვილი, კიკნაველიძე, გაფრინდაშვილი, კურდღელაშვილი, მაისურაძე, ვასაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, კაკაშვილი
ვიტ ჯორჯია (II ტაიმი): ქავთარაძე, სეხნიაშვილი, ქისიევი, მოსიაშვილი, ნაჭყებია, ზარიძე, მუსელიანი, საჯაია, გვასალია, ლაცაბიძე, ვაზაგაშვილი
ცხინვალი: ნადირაძე, წენგუაშვილი, ქურდაძე, მოსემღვდლიშვილი, ახალაია, სულთანიშვილი, ქურდაძე, ლომსაძე, კახაბრიშვილი, მაღალდაძე, ჯანელიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ქუთათელაძე, ბერიაშვილი, კვირიკაშვილი, შალამბერიძე, ხარძიანი, მათიაშვილი