„ვიტ ჯორჯია“ უცხოეთში ემზადება - კლუბმა ახალწვეული წარადგინა
„ვიტ ჯორჯია“ უცხოეთში ემზადება - კლუბმა ახალწვეული წარადგინა

საფეხბურთო კლუბი „ვიტ ჯორჯია“ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონისათვის სამზადისს თურქეთში განაგრძობს. საწვრთნელ-მოსამზადებელ შეკრებაზე მივლენილი 33-კაციანი დელეგაცია ლარაში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდება.

სამწვრთნელო შტაბის განკარგულებაში 23 მოთამაშეა. „ვიტ ჯორჯია“ თურქულ შეკრებაზე ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავს და 19 თებერვალს დაბრუნდება.

თურქეთში გამგზავრების შემდეგ კლუბმა ახალწვეული წარადგინა – „ვიტ ჯორჯიაში“ გიორგი გაფრინდაშვილი ჩაირიცხა. 23 წლის ნახევარმცველი გამოდიოდა გორის „დილაში“, ბოლნისის „სიონში“, „რუსთავსა“ და „გაგრაში“. საქართველოს უმაღლეს ლიგაში 88 მატჩი აქვს ჩატარებული. არის საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ორი ფინალურის მონაწილე. „ვიტ ჯორჯიაში“ გიორგი გაფრინდაშვილი 2-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.