ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული საფეხბურთო კლუბი „ვიტ ჯორჯია“ ეროვნული ლიგის 2019 წლის გათამაშებისათვის მზადებას 10 იანვრიდან დაიწყებს.
კლუბის ვებ-გვერდის ცნობით, ლაშა ფირცხალაიშვილის შეგირდები 10-11 იანვარს სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, რის შემდეგაც მოსამზადებელ ეტაპზე გადავლენ.
„ვეტერინარებმა“ საკონტროლო მატჩებიც დაგეგმეს. 28 იანვარს ჩვენი გუნდი ამხანაგურად ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენელ „ცხინვალს“ დაუპირისპირდება, 4 თებერვალს კი – ამავე ლიგაში მოასპარეზე „გაგრას“. ორივე მატჩი „მცხეთა-პარკზე“ გაიმართება.
11-13 იანვარს კი ვიტ ჯორჯიელები დავით პეტრიაშვილის სახელობის „ზამთრის თასზე“ ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები „ა“ ჯგუფში თბილისის „დინამო“, ბოლნისის „სიონი“ და „ცხინვალი“ იქნებიან. გათამაშებას სწორედ ვიტ ჯორჯიელები გახსნიან, პირველ მატჩს ვეტერინარები 11 იანვარს 10:45 საათზე „ცხინვალის“ წინააღმდეგ გამართავენ.