“ვისლამ” პოლონეთის ლიდერი დაამარცხა – მერებაშვილმა მშვენიერი თამაში ჩაატარა
“ვისლამ” პოლონეთის ლიდერი დაამარცხა – მერებაშვილმა მშვენიერი თამაში ჩაატარა

გიორგი მერებაშვილის პლოცკის “ვისლა” 21-ე ტურში ექსტრაკლასას ლიდერს, ვარშავის “ლეგიას” ესტუმრა და 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი პლოცკელთა ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

პირველი გოლი პლოცკელებმა სწორედ მისი წაქცევისთვის დანიშნული პენალტიდან გაიტანეს. ამას გარდა, მარცხენა ფლანგიდან მწვავედ უტევდა, ბურთს ვერ ართმევდნენ და ძალიან ეფექტური თამაში ჩაატარა – ამაზე მატჩის ვიდეო მიმოხილვის ფრაგმენტები ცხადად მეტყველებს.

ექსტრაკლასას მიმდინარე გათამაშებაში ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა “ვისლაში” 20 თამაშში 3 გოლი გაიტანა. 21 ტურის შემდეგ “ვისლა” 30 ქულით მე-9 ადგილზეა. თუმცა, ჩემპიონატის დასრულებამდე 9 ტურით ადრე ევროპის ლიგაზე გასვლის საკმაოდ კარგ თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

Highlights

Legia Warsaw 0-2 Wisla Plock Highlights ⚽️⚽️💪🏻💪🏻🦍🦍 Giorgi Merebashvili

Posted by Giorgi Merebashvili on 2017 წლის 17 დეკემბერი, კვირა