ვისი დამატება სურს „მილანს“ კვარაცხელიას გარდა - იტალიური პორტალი სამ სავარაუდო სამიზნეს ასახელებს #1TVSPORT
ვისი დამატება სურს „მილანს“ კვარაცხელიას გარდა - იტალიური პორტალი სამ სავარაუდო სამიზნეს ასახელებს #1TVSPORT

ინტერნეტპორტალი theoffside იმ სამ მოთამაშეს ასახელებს, რომელთა შეძენაც ზაფხულში „მილანს“ სურს. 

„ჭორების წისქვილში „მილანის“ შესაძლო ტრანსფერებზე ბევრ საინტერესო ამბებს ყვებიან, მაგრამ ნებისმიერი ამ მოთამაშის დამატება „როსინიერისთვის“ უდიდესი კაპიტალი იქნება. „მილანი“ იმედოვნებს, რომ ამ ზაფხულს გაძლიერდება. კლუბი აკვირდება სამ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომლებსაც უამრავი გულშემატკივარი ჰყავს, ეს გარიგებები ძალიან ძვირი იქნება“, – წერს theoffside და „მილანთან“ დაკავშირებულ სატრანსფერო ხმებს განიხილავს.

ზამბიელი დაკა

Calcio Mercato იუწყება, რომ „მილანი“ „ზალცბურგისა“ და ზამბიის თავდამსხმელ პატსონ დაკას აკვირდება, როგორც კლუბის პოტენციურ გრძელვადიან თავდამსხმელს. მიმდინარე სეზონზე დაკამ ყველა შეჯიბრში 30 გოლი და რვა გადაცემა გააკეთა. იგი დაახლოებით 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

კვარაცხელია

Tuttosport MilanNews.it-ის საშუალებით იუწყება, რომ 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია მილანის შეტევის კიდევ ერთი სამიზნეა. ყაზანის „რუბინის“ მოთამაშე საქართველოდან იმით განსხვავდება, რომ ამ სეზონზე მარცხენა თავდამსხმელმა ლიგაში ოთხი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. რუსულ გამოცემა „სპორტ-ექსპრესის“ ცნობით, ქართველის ტრანსფერის ღირებულება 19 მილიონი ევროა.

ლოკონგა

კალჩო მერკატოს“ მტკიცებით, „მილანი“ ასევე ცდილობს გააძლიეროს ნახევარდაცვა და აკვირდება ალბერტ სამბი ლოკონგას, რომელიც ბელგიაში, „ანდერლეხტში“ თამაშობს. მისი ღირებულება 12 მილიონ ევროდ არის შეფასებული.