ვის შეხვდებიან ქართული გუნდები მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში #1TVSPORT
ვის შეხვდებიან ქართული გუნდები მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში #1TVSPORT

ცნობილი გახდა იმ გუნდების ვინაობა, რომელსაც შესაძლოა, ქართული გუნდები ევროპული ტურნირების მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში შეხვდნენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილში, „დინამო თბილისი“ ბაქოს „ნეფთჩის“ დაუპირისპირდება. 6 ივნისს მატჩი თბილისში გაიმართება, 13-ში – ბაქოში. ამ წყვილის გამარჯვებული პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ 20/21 ივლისს საბერძნეთში ესტუმრება, ხოლო 27/28 ივლისს საკუთარ მოედანზე მიიღებს. რაც შეეხება წყვილში დამარცხებულს, კონფერენს ლიგის მეორე ეტაპზე გადაერთვება და ჰაიფასმაკაბისა“ და ალმათის „ქაირათის“ წყვილში დამარცხებულს 22 და 29 ივლისს შეხვდება.

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს გაიმართება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამო“ სან მარინოს „პენეს“ შეხვდება, „გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკას“, ხოლო გორის „დილა“ – სლოვაკურ „ჟილინას“.

კონფერენს ლიგის პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, ბათუმის „დინამო“ ბელარუსულბატეს“ შეხვდება, გორის „დილა“ – კვიპროსულ „აპოლონს“, რომელშიც გიორგი პაპუნაშვილთან ერთად ახლა რეზი ჯიქია ჩაირიცხა, ხოლო საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ – ისრაელის გუნდს, თელ-ავივის „მაქაბის“ დაუპირისპირდება.