კონფერენც ლიგაში ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია - ბათუმელებს ყველაზე მეტად გაუმართლათ #1TVSPORT
კონფერენც ლიგაში ქართული გუნდების მეტოქეები ცნობილია - ბათუმელებს ყველაზე მეტად გაუმართლათ #1TVSPORT

კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს გუნდების მეტოქეები გაირკვა – უეფა-ს ახალი ტურნირის პირველი გათამაშების წილისყრა დღეს, შვეიცარიაში, უეფა-ს ოფისში გაიმართა.

სამივე ქართული გუნდი, ბათუმის „დინამო“, გორის „დილა“ და „გაგრა“ განუთესავები იყვნენ და შესაბამისად, ძლიერი მეტოქეების მოლოდინში იყვნენ.

კონფერენც ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის „დინამოს“ გაუმართლა და ქართულ გუნდებში ყველაზე სუსტ მეტოქეს, სან-მარინოს „ტრე პენეს“ დაუპირისპირდება. პირველ მატჩს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის ახალ არენაზე გამართავს, ხოლო განმეორებითს – სან-მარინოში.

ეროვნული ლიგის ბრინჯაოსმედალოსანი გორის „დილა“ სლოვაკურ „ჟილინას“ შეხვდება – პირველი შეხვედრა სლოვაკეთში ჩატარდება, მეორე – გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“.

„გაგრა“ მონტენეგროს „სუტიესკას“ დაუწყვილდა. საქართველოს თასის მფლობელი, ბათუმელთა მსგავსად, პირველ მატჩს შინ ჩაატარებს, ხოლო განმეორებითს – მონტენეგროში.

კონფერენც ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 8 და 15 ივლისს გაიმართება, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 22 და 29 ივლისს დაიგეგმა.

დატოვე კომენტარი