ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - თბილისის „დინამოს“ პირველი მეტოქე აზერბაიჯანული „ნეფთჩია“ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის წილისყრა - თბილისის „დინამოს“ პირველი მეტოქე აზერბაიჯანული „ნეფთჩია“ #1TVSPORT

შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამოს“ მეტოქე გამოავლინა.

საქართველოს ჩემპიონს, თბილისის „დინამოს“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანის ჩემპიონი ბაქოს „ნეფთჩი“ შეხვდება.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეები იყვნენ ბელარუსის ჩემპიონი სოლიგორსკის „შახტიორი“, აზერბაიჯანიდან – ბაქოს „ნეფთჩი“, ისრაელიდან – ჰაიფას „მაქაბი“, ხოლო ალბანეთიდან – „ტეუტა“.

„დინამო“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს 6/7 ივლისს და 13/14 ივლისს ჩაატარებს.