ვის მოხვდება კაჭარავას ბუცები? კაშია სახალისო ვიდეოს აქვეყნებს (ვიდეო)
“მოგესალმებით. მე ვარ გურამ კაშია. დღეს ფეხბურთის ფედერაციის ინსტაგრამის გვერდი მექნება მე. დარჩით ჩვენთან ერთად. გადავიღებთ რამდენიმე საინტერესო ვიდეოს, თუ რას ვაკეთებთ ჩვენ ფეხბურთელები. გაგაცნობთ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ჩვენს ნაკრებში მნიშვნელოვანი პირები არიან” – ასე მიმართავს გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრებისა და არნემის “ვიტესის” მცველი გურამ კაშია, რომელმაც ნაკრებში გატარებული ერთი დღის სახალისო ვიდეომიმოხილვა საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე გამოაქვეყნა.
ნაკრების მცველი გუნდის ცხოვრების უცნობ დეტალებს გვაცნობს: მაგალითად, როგორ ამზადებენ სავარჯიშო ფორმებს, ვინ მუშაობს ნაკრებში ყველაზე დიდხანს.
ჯანო ანანიძემ პატარა ვიქტორინა ჩაატარა თემაზე – რამდენი ქართველი თამაშობდა ”მანჩესტერ სიტიში”, რაზეც ზუსტი პასუხი ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ გასცა.
კაშია ტრავმირებულ დათა ხოჭოლავას ეკითხება – ”სწრაფად მიდის თამაში ჩემპიონთა ლიგაში?” და ა.შ. ნიკა კაჭარავას ბუცის დანახვაზე კი ”ჯვაროსნების” მცველი ამბობს – ”ვიღაცას მოხვდება დღეს”.