ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დღევანდელ ქარდზე #1TVSPORT
UFC 259-ის ფარგლებში გულშემატკივარმა ჯამში სულ 15 ბრძოლა იხილა. იყო რამდენიმე დასამახსოვრებელი ნოკაუტი და მტკივნეულიც. აღნიშნული უყურადღებოდ, რა თქმა უნდა, არც UFC-ის დაუტოვებია.
კენედი ნზეჩუკვუსა და კარლოს ულბერგის დაპირისპირება საღამოს საუკეთესო ბრძოლად აღიარეს. ორივე მებრძოლი ბონუსის სახით 50 000 დოლარს მიიღებს.
ასევე საუკეთესო პერფორმანსისთვის ბონუსები უროშ მედიჩსა და კაი კარა ფრანს გადაეცათ.