ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე #1TVSPORT
გუშინ ლას ვეგასში UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ახალი ჩემპიონი გამოვლინდა. ფრენსის ნგანუმ აწ უკვე ყოფილი ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი მეორე რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა. აფრიკელმა ჩემპიონის ქამრის გარდა საუკეთესო პერფორმანსისთვის ბონუსიც (50 000 დოლარი) მიიღო.
ასევე დამატებით 50 000 დოლარიანი ბონუსი საუკეთესო პერფორმანსისთვის შონ ომალიმ მიიღო, რომელმაც ჰუგო ალმეიდა ეფექტური ნოკაუტით დაამარცხა.
ქარდის საუკეთესო ბრძოლად ვისენტე ლუკესა და ტაირონ ვუდლის დაპირისპირება დაასახელეს. ბრაზილიელმა მებრძოლმა ყოფილ ჩემპიონს მტკივნეული ილეთით მოუგო.