ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე #1TVSPORT
ვის ერგო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ბოლო ქარდზე #1TVSPORT

ლას ვეგასში UFC-ის მორიგი ქარდი შედგა (Vegas 21). ღონისძიებაზე გულშემატკივარმა რამდენიმე ეფექტური ნოკაუტი და მტკივნეული ილეთი იხილა, თუმცა აქვე იყო არალეგალური მუხლისა და თვალის დაზიანების გამო ჩაშლილი ორი ბრძოლა.

პრომოუშენმა Vegas 21-ზე სულ ოთხი ბონუსი გასცა. საუკეთესო პერფორმანსისთვის 50 000 დოლარი დენ იგეს გადაეცა, რომელმაც პირველი რაუნდის საწყისს წამებში შეძლო ტაკერის დანოკაუტება.

ასევე ბონუსი გადაეცა დეივი გრანტს, რომელმაც ჯონათან მარტინეზი ასევე ნოკაუტით დაამარცხა.

50 000 დოლარი კიდევ ორმა მებრძოლმა, რაიან სპენმა და მეთიუ სემელსბერგერმა მიიღეს.