კანადელი მოციგურავეები ტესა ვირტუ და სკოტ მოირი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენები ფიგურული ციგურაობის ისტორიაში გახდნენ. მას შემდეგ, რაც პიონჩანგში ცეკვების ტურნირი მოიგეს, ახლა, ვირტუსა და მოირს ხუთი ოლიმპიური მედალი აქვთ – სამი ოქრო და ორი ვერცხლი.
კანადელებმა 2010 წელს ვანკუვერში მოიგეს ცეკვებში, აგრეთვე პიონჩანგში იმარჯვეს გუნდურ ასპარეზობაში. ოთხი წლის წინ, სოჭის ოლიმპიადაზე მათ ორი ვერცხლი აიღეს.
ხუთი მედალი ფიგურულ ციგურაობაში არავის მოუპოვებია, სამი ოქრო კი ასევე მოუგიათ – იილის გრაფსტრიომს, ირინა როდნინასა და სონია ჰენის.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე