ინგლისის სუპერთასის მატჩში „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ეპოქალური მოვლენა მოხდა – ლივერპულელთა ჰოლანდიელი მცველის, ვირჯილ ვან დეიკის მოტყუება შეძლეს.
წარმატებული ფინტის ავტორი გახდა „სიტის“ ფორვარდი გაბრიელ ჟესუსი. ეს იყო პირველი შემთხვევა „ლივერპულის“ ბოლო 65 მატჩში, როცა რომელიღაც ფეხბურთელი ვან დეიკს გასცდა.
წინა ჯერზე ვან დეიკი 2018 წლის მარტში მოატყუა „ნიუკასლის“ ფეხბურთელმა მიკელ მერინომ.
ინგლისის სუპერთასის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერია უკეთ „მანჩესტერ სიტიმ“ შეასრულა – 5:4.