ვიქტორ ოსიმენმა საუდის არაბეთთან მატჩის დროს ტრავმა მიიღო #1TVSPORT
ნიგერიისა და საუდის არაბეთის ამხანაგური მატჩისას „ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო და მოედნის იძულებით დატოვება მოუწია.
იტალიის მოქმედი ჩემპიონის 24 წლის შემტევმა მეტოქესთან შეჯახების დროს ფეხი დაიზიანა და 59-ე წუთზე მის ნაცვლად თამაშში ტერემ მოფი ჩაერთო.
ჯერ უცნობია, რამდენად მძიმეა ვიქტორ ოსიმენის ტრავმა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ნიგერიისა და საუდის არაბეთის ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ნიგერიელებს მორიგი სპარინგი 16 ოქტომბერს მოზამბიკის წინააღმდეგ აქვთ დაგეგმილი.