ვიქტორ ოსიმენი - უკვე მივიღე გადაწყვეტილება, როგორ მოვიქცევი სეზონის ბოლოს #1TVSPORT
„ნაპოლის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა საკუთარ კარიერასა და გეგმებზე ისაუბრა. ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელმა აღნიშნა, რომ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, როგორ ნაბიჯს გადაგამს, როცა სეზონი დასრულდება.
„ჩემს შესახებ გავრცელებული ხმების 60 პროცენტი პრემიერლიგასთან მაკავშირებს. ინგლისის ჩემპიონატი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. ახლა მე „ნაპოლიში“ ვარ, ახალ კონტრაქტს ხელი მოვაწერე და სიამოვნებით ვატარებ დროს ჩემს გუნდთან ერთად, – ციტირებს ვიქტორ ოსიმენის სიტყვებს CBS Sports-ი.
უკვე მივიღე გადაწყვეტილება, როგორ მოვიქცევი სეზონის ბოლოს. ვიცი, საკუთარი კარიერისთვის რა მინდა გავაკეთო. როცა გადაწყვეტილებას მე თვითონ ვიღებ, ყველაფერი კარგად ლაგდება. მაქვს გეგმა, უკვე ვიცი, რა უნდა გავაკეთო და როგორი ნაბიჯი გადავდგა. ახლა კი უბრალოდ მინდა, რომ სეზონი კარგად ჩავამთავრო, შვილთან ერთად სადმე დასასვენებლად წავიდე, შემდეგ კი განვახორციელო გადაწყვეტილება, რომელიც უკვე მიღებულია“.
მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა „ნაპოლის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა რვა გოლი და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.