ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT
ვიქტორ ოსიმენი ტრავმის გამო ერთ თვეს გამოტოვებს #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის დროს, საუდის არაბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მატჩში „ნაპოლის“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა ტრავმა მიიღო. იტალიური კლუბი ადასტურებს, რომ ოსიმენის დაზიანება სერიოზულია.

იტალიის ჩემპიონატის გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირს ტრავმა ბარძაყის კუნთზე აქვს და რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, ერთი თვე სჭირდება.

ოსიმენი, სავარაუდოდ, ნოემბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება „ნაპოლის“. ამ პერიოდში იტალიის მოქმედ ჩემპიონს სერია A-ში ოთხი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ორი თამაში აქვს ჩასატარებელი.

მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა შემტევმა ყველა ტურნირზე ექვსტი გატანილი გოლით გამოიჩინა თავი.