ვიქტორ ოლადიპომ მძიმე ტრავმა მიიღო
ვიქტორ ოლადიპომ მძიმე ტრავმა მიიღო

„ინდიანამ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულში ტორონტო მიიღო და 110-106 დაამარცხა, თუმცა პეისერსის გულშემატკივრებისთვის აღნიშნულ შეხვედრაში უმძიმესი ფაქტი მოხდა.

გუნდის ლიდერმა ვიქტორ ოლადიპომ პირველ ტაიმში პასკალ სიაკამთან პოზიციური თამაშის დროს მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ მას მთლიანი სეზონის გამოტოვება მოუწევს. ოლადიპო პარკეტიდან საკაცით გაიყვანეს. ი-ეს-პი-ენის (ESPN) ჟურნალისტ ადრიან ვოჟნაროვსკის თქმით პეისერსის წამყვანი კალათბურთელი უახლოეს დღეებში ოპერაციას ჩაიტარებს და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი მოდეანზე დაბრუნების დრო.