გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 21 მოგებითა და 10 მარცხით 5-6 ადგილებს „ტორონტოსთან“ ინაწილებს. ნეიტ მაკმილანის გუნდისთვის ეს შედეგი დადებითად უნდა ჩაითვალოს, რადგან ინდიანელებს თამაში ლიდერის, ვიქტორ ოლადიპოს გარეშე უწევთ, რომელიც ამ დრომდე ტრავმას მკურნალობს.
„ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ოლადიპო მოედანს ყველა ვარსკვლავის მატჩამდე დაუბრუნდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „პეისერსის“ გულშემატკივარი ვიქტორს პარკეტზე თებერვალში იხილავს.
ვიქტორ ოლადიპომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის „ჯი“ ლიგაში რამდენიმე ვარჯიში გამართა. „ინდიანას“ პოტენციალი ოლადიპოს დაბრუნებასთან ერთდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.