„მაიამი“ და „ჰიუსტონი“ ვიქტორ ოლადიპოს გაცვლაზე ბოლო მომენტში შეთანხმდნენ. ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „როკეტსი” ოლადიპოს სანაცვლოდ ევერი ბრედლის, კელი ოლინიკსა და 2022 წლის დრაფტის კალათბურთელს მიიღებს.
მიმდინარე სეზონში „ინდიანასა“ და „ჰიუსტონში“ ჩატარებულ მატჩებში ოლადიპო საშუალოდ 20.8 ქულას, 4.7 პასსა და 1.3 ჩაჭრას აგროვებდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ოლადიპო მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს. შეგახსენებთ, რომ ბოლოს ვიქტორმა „ჰიუსტონს“ კონტრაქტის გაგრძელებაზე და ორ წელიწადში 45.2 მილიონიან ჰონორარზე უარი უთხრა.