ვინს კარტერმა შესაძლოა NBA-ს რეკორდი დაამყაროს და ლიგაში 22-ე სეზონზეც იასპარეზოს
ცნობილი ამერიკელი კალათბურთელი, ვინს კარტერი NBA-ში რიგით 21-ე სეზონს მართავს. „ვინსენითი“ ამჯერად „ატლანტა ჰოუქსის“ ღირსებას იცავს. კარტერი სულ მალე 42 წლის გახდება.
ლეგენდარულმა ფორვარდმა „ESPN“-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურვილი აქვს კარიერა მომავალი 2019-2020 წლების სეზონის დასრულების შემდეგ დაასრულოს. „ვნახოთ რა მოხდება, ჯერჯერობით საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვარ, თუმცა მინდა გითხრათ რომ დიდი სურვილი მაქვს NBA-ში 22-ე სეზონი გავმართო და კარიერა ისე დავასრულო“- აცხადებს ვინსი.
კარტერმა უკვე 25 000 ქულა დააგროვა. ის დირკ ნოვიცკისთან, კევინ გარნეტთან, კევინ ვილისთან და რობერტ პერიშთან ერთად ერთ-ერთია, რომელსაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 21 სეზონი აქვს გამართული. იმ შემთხვევაში თუ კარტერი მომავალ წელსაც ითამაშებს, ამ მაჩვენებლით NBA-ს რეკორდსაც დაამყარებს.