ვეტერანი კალათბურთელი ვინს კარტერი სარეკორდო, რიგით 22-ე რეგულარულ სეზონზე მონაწილეობაზე ფიქრობს.
ამჟამად ვინსი 42 წლისაა. ის მატჩში საშუალოდ 7.5 ქულას აგროვებს და რაც მთავარია კარტერს წარმოუდგენელი პროცენტი აქვს სამქულიანი დისტანციიდან ტყორცნებში 39.9%.
ფილადელფიასთან მოგებული მატჩის შემდეგ კარტერს ჰკითხეს, აპირებს თუ არა მომავალ სეზონზე დარჩენას.
ვინსმა აღნიშნა, რომ მას თამაშის გაგრძელების სურვილი აქვს.