ვინისიუსს ლა ლიგაში დისკვალიფიკაცია ემუქრება #1TVSPORT

23:01, 07.01.2025

მადრიდის „რეალის“ გარემარბს, ვინისიუსს ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯა ემუქრება წითელი ბარათის გამო, რომელიც „ვალენსიას“ წინააღმდეგ მატჩში მიიღო.

ბრაზილიელი იმ შეხვედრაში მეკარისთვის ხელის კვრის გამო 79-ე წუთზე გააძევეს. ის, სავარაუდოდ, გუნდს „ლას პალმასისა“ და „ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ დააკლდება, მაგრამ ითამაშებს ესპანეთის სუპერთასზე.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ასევე 600 ევროს ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.

მსგავსი