მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ გუნდის შემტევის ვინისიუს ჟუნიორის სულ ბოლო ტესტმა კორონავირუსზე კლუბის ექიმებს ფეხბურთელის დაინფიცირებაზე ეჭვი აღუძრა.
„ექიმმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ ტესტმა აჩვენა ნორმიდან გადახრა. ჩვენ ჩავატარეთ ხელმეორე შემოწმება და პასუხი მალე გვეცოდინება. ხანდახან, ტესტი არასწორ შედეგს იძლევა, ასეთი რამ ხდება.
როგორც ყოველთვის ასეთ სიტუაციაში, მოთამაშეს არ შეუძლია ვარჯიში. იმედია, ვინისიუსი ჯანმრთელია და შეძლებს უკვე ხვალ ვარჯიშებზე დაბრუნებას,“ – მოჰყავს ზიდანის სიტყვები გაზეთ „მარკას“.