ვინისიუსის წინააღმდეგ ახალი რასისტული შეტევა იყო - „სევილიას“ გულშემატკივარი სტადიონიდან გააძევეს #1TVSPORT
„სევილიას“ ფანმა მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი რასიზმის ნიადაგზე შეურაცხყო.
ლა ლიგას მორიგი ტურის შემდეგ „სევილიამ“ გამოაცხადა, რომ ტრიბუნებიდან გაიყვანა გულშემატკივარი მას შემდეგ, რაც აღმოაჩინა ქსენოფობიური და რასისტული საქციელი. გამოცემა COPE-ს ინფორმაციით, შეურაცხყოფა მიმართული იყო ვინისიუსის მისამართით ლუკას ოკამპოსთან კონფლიქტის შემდეგ.
„ვიტყობინებით, რომ ერთ-ერთი ფანის მხრიდან ქსენოფობიური და რასისტული საქციელის აღმოჩენის შემდეგ, დადგინდა მისი პიროვნება და ის სტადიონიდან გააძევეს. მის შესახებ პოლიციას აცნობეს.
გარდა ამისა, გულშემატკივრის მიმართ გამოყენებული იქნება შიდა დისციპლინარული სანქციები და დაუყოვნებლივ გარიცხავენ კლუბის სოსიოსის რიგებიდან.
„სევილია“ გმობს ნებისმიერ ქსენოფობიურ და რასისტულ საქციელს და მზად არის ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ მსგავსი შემთხვევების ამოსაძირკვად. ასეთი ქმედება დაუშვებელია „სევილიას“ გულშემატკივრის მხრიდან“, – წერია კლუბის განცხადებაში.
მორიგ რასისტულ შემთხვევას გამოეხმაურა თავად ვინისიუსი.
„მადლობა „სევილიას“ სწრაფი რეაქციისთვის და მიღებული ზომებისთვის ესპანური ფეხბურთისთვის ახალ სამწუხარო ეპიზოდზე.
საუბედუროდ, მე მაქვს წვდომა შაბათის მატჩში სხვა რასისტული აქტის ვიდეოზე. ამჯერად, ამას ბავშვი აკეთებდა. ვწუხვარ, რომ მას არავინ ასწავლის. მე ბევრს ვაკეთებ განათლებისთვის ბრაზილიაში, რათა აღვზარდო მოქალაქეები მსგავსი განწყობების გარეშე.
დღევანდელი რასისტის ვინაობა ცნობილია, ისევე, როგორც ყველა წინასი. იმედია, ესპანეთის მთავრობა მიიღებს ზომებს და შეცვლის კანონმდებლობას ერთხელ და სამუდამოდ. ასეთ ადამიანებს უნდა ეკისრებოდეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
მაპატიეთ, რომ ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ეს უკვე მე-19 ეპიზოდია და ყველაფერი გრძელდება“, – დაწერა „ტვიტერში“ ბრაზილიელმა.