მადრიდის „რეალის“ ფორვარდით ვინისიუსით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდება, – დაწერა გაზეთმა The Mirror-მა.
აღნიშნავენ, რომ მადრიდული კლუბი ზაფხულში თანხის მობილიზებას გეგმავს „პარი სენ-ჟერმენიდან“ ფორვარდ კილიან მბაპეს შესაძენად. „რეალის“ პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სიტყვებით, სწორედ მბაპეა ამ ზაფხულს მადრიდელთა მთავარი სატრანსფერო სამიზნე.
ამ ტრანსფერის მისაღწევად, „რეალს“ სჭირდება რამდენიმე ფეხბურთელთან გამოთხოვება. უახლოეს დროში ელოდებიან რაფაელ ვარანის გადასვლას „მანჩესტერ იუნაიტედში“, რის შემდეგაც ვინისიუსმაც შეიძლება დატოვოს „რეალი“. პერესი ბრაზილიელის გაყიდვით 68.5 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.
ლა ლიგას გასულ სეზონში ვინისიუსმა 35 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.