ვინისიუსი მბაპეს ნაცვლად - პსჟ „რეალის“ თავდამსხმელის შეძენას გეგმავს #1TVSPORT
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში „პარი სენ-ჟერმენი“ მადრიდის „რეალიდან“ ვინისიუსის გადაბირებას შეეცდება, – იუწყება Mundo Deportivo.
გამოცემის ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელის შეძენა პსჟ-ს სატრანსფერო პრიორიტეტი გახდება, როდესაც კილიან მბაპე „სამეფო კლუბში“ გადავა. აღნიშნავენ, რომ პარიზელები „რეალის“ ხელმძღვანელებს ვინისიუსის სანაცვლოდ იმდენად ხელსაყრელ ფასს შესთავაზებენ, რომ, დიდი ალბათობით, მადრიდული კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გარიგებაზე უარს არ იტყვის.
ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 წლის ბრაზილიელმა „რეალის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.