ვინისიუს ჟუნიორის იმიჯზე 39 ადამიანი მუშაობს #1TVSPORT
ვინისიუს ჟუნიორის იმიჯზე 39 ადამიანი მუშაობს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდის ვინისიუს ჟუნიორის ბრენდსა და იმიჯზე 39 ადამიანი მუშაობს.

პრესტიჟული ბრაზილიური გამოცემის Globoesporte-ს ინფორმაციით, ბრაზილიელზე მოედნის მიღმა 12 ადამიანი ექსკლუზიურად ზრუნავს. ვინისიუსს მომსახურე პერსონალი ჰყავს თითქმის ყოველ სფეროში: ფიზიოთერაპევტიდან დაწყებული, რომელიც მუშაობს ყოველი მატჩის შემდეგ რეაბილიტაციასა და ტრავმების პროფილაქტიკაზე, ფრანგი შეფ-მზარეულით დამთავრებული. ის ადგენს მენიუს ფეხბურთელისთვის და დაკავებულია კერძების მომზადებით.

დღემდე ვინისიუსს ჰყავდა პროფესიონალი ოპერატორი, რომელიც იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო პირადი პრობლემების გამო. ასევე ყოველ მატჩზე ბრაზილიელ ფეხბურთელს პირადი ფოტოგრაფი ახლავს. ვინისიუსს ჰყავს თანამშრომლები, რომლებიც შედიან ე. წ. „ოჯახურ ოფისში“ – ეს საჭიროა ოჯახური აქტივების მართვისთვის. ასევე ისინი უზრუნველყოფენ ფეხბურთელისთვის იურიდიულ და ლოჯისტიკურ დახმარებას.

ვინისიუსს ჰყავს პერსონალური სტილისტები, რომლებიც მის გარეგნულ მხარეზე ზრუნავენ. ასევე აღნიშნავენ, რომ თანამშრომლები ეხმარებიან ფორვარდს ახალი სახლის არჩევაში.

ვინისიუსს მადრიდის „რეალში“ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს – წელიწადში 3.2 მილიონი ევრო.

მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა ლა ლიგაში რვა მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი