ვინჩენცო მონტელა - ევრო 2024-ზე მეც დიდი მოტივაცია მაქვს და ჩემს ფეხბურთელებსაც #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდის მზადებასა და პოლონეთთან წაგებულ (1:2) ამხანაგურ შეხვედრაში გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრა.
„შესაძლოა, ბოლო ხუთი მატჩი არ მოგვიგია, მაგრამ გადაწყვეტილი გვქონდა, მოსამზადებელ ეტაპზე ძლიერ მეტოქეებთან გვეთამაშა. ბევრს ვმუშაობთ და სამწუხაროა, როცა ამხანაგურ მატჩში ბავშვურ შეცდომებს ვხედავ.
მაგალითად, პოლონეთის წინააღმდეგ კარში 22-ჯერ დავარტყით, რაც მეტოქის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. რეალიზაციის პრობლემები გვაქვს. თუმცა პოტენციალი არსებობს და ევროპის ჩემპიონატამდე ბევრ რამეს გავაუმჯობესებთ.
ბოლო თამაშში შევძელით მეტოქის პრესინგით შევიწროება და მომავალშიც ასე ვაპირებთ. ასეთი სტილის ფეხბურთი მომწონს, მაგრამ ევრო 2024-ზე ძლიერი მეტოქეებიც გვეყოლება და, შესაძლოა, დაცვაში ყოფნა დაგვჭირდეს. ტურნირზე მეც დიდი მოტავაცია მაქვს და ჩემს ფეხბურთელებსაც“, – განაცხადა მონტელამ.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს თურქეთთან 18 ივნისს დორტმუნდში ჩაატარებს.