2023-24 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ გადაცემამდე ორ თვეზე ნაკლებია დარჩენილი და სულ მალე ნომინანტთა სიას გამოაცხადებენ. ბუკმეიკერების აზრით, ამ ბრძოლაში აშკარა ფავორიტი გამოკვეთილია.
აი, როგორ გამოიყურება ამ მომენტისთვის მთავარი პრეტენდენტების კოეფიციენტები. 75-პროცენტიანი ალბათობით „ოქროს ბურთს“ მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი მოიგებს:
ვინისიუსი (რეალი) – 1.33
როდრი (მანჩესტერ სიტი) – 3.25
ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 15.0
დანი კარვახალი (რეალი) – 19.0
ლამინ იამალი (ბარსელონა) – 29.0
ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 29.0
ნიკო უილიამსი (ბილბაო) – 34.0
კილიან მბაპე (რეალი) – 41.0
ჰარი კეინი (ბაიერნი) – 41.0
ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 67.0
ყველა ნომინანტი 4 სექტემბერს გახდება ცნობილი, 28 ოქტომბერს კი გამარჯვებული გამოცხადდება.