ლას ვეგასის „აპექსის დარბაზში“ აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (UFC Vegas 18) შედგა. მთავარი ბრძოლა ალისტერ ოვერიმსა და ალექსანდერ ვოლკოვს შორის გაიმართა და რუსი მებრძოლის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
ბონუსები დღევანდელ ქარდზე სწორედ ვოლკოვმა და კორი სანდჰაგენმა მიიღეს. ეს ორი სპორტსმენი ჰონორართან ერთად, დამატებით 50 000 დოლარს მიიღებენ.
საღამოს საუკეთესო ბრძოლად ბენეილ დარიუშისა და დიეგო ფერეირას დაპირისპირება გამოცხადდა. ორივე ათლეტმა 50 000 დოლარი დაიმსახურა.