ვინ მიიღო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დღევანდელ ქარდზე
ვინ მიიღო ბონუსები აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის დღევანდელ ქარდზე

ლას ვეგასში UFC-ის მორიგი ქარდი (UFC Vegas 20) დასრულდა. შერეული ორთაბრძოლების მოყვარულებმა რამდენიმე საინტერესო ბრძოლა იხილეს. პირველ რიგში აღნიშვნის ღირსია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის (bantamweight) რემატჩი პედრო მუნიოზსა და ჯიმი რივერას შორის. ბრაზილიელმა და ამერიკელმა თავი არ დაზოგეს და ფანებს დაუვიწყარი ბრძოლა აჩუქეს. მუნიოზმა გადამწყვეტი უპირატესობა ფეხის ეფექტური დარტყმებით მოიპოვა. პრომოუშენმა აღნიშნული დაპირისპირება საღამოს საუკეთესო ბრძოლად დაასახელეს. ორივე სპორტსმენმა ბონუსის სახით 50 000 დოლარი მიიღო.

საუკეთესო პერფორმანსისთვის კი 50 000 დოლარი რონი ლოურენსმა მიიღო, რომელმაც ვინჩე ლუჩერო ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.