ვილიმ სიონს სამი ქულა მოუტანა - დილა სამეულისთვის ბრძოლას ჩამორჩა
ვილიმ სიონს სამი ქულა მოუტანა - დილა სამეულისთვის ბრძოლას ჩამორჩა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 31-ე ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა და აუტსაიდერმა ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი დაამარცხა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე ბოლნისის „სიონმა“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. გადამწყვეტი როლი ბოლნისელთა თავდამსმხელმა ვილი ისიანმა შეასრულა. მან 24-ე წუთზე გორელთა კარი აიღო და ანგარიში გახსნა. შემდეგ ისიანმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და ბიძინა მახარობლიძეს დუბლის შესრულებაში დაეხმარა. „სიონის“ ნახევარმცველმა ბოლნისელთა უპირატესობა 31-ე წუთზე გაზარდა 2:0. 71-ე წუთზე „დილას“ თავდამსხმელმა მიკოლა კოვტალიუუკმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და ბომბარდირთა დავაში 15 გოლით მესამე ადგილზე შეინარჩუნა. საბოლოო ანგარიში 86-ე წუთზე მახარობლიძემ დააფიქსირა – „სიონმა“ 3:1 გაიმარჯვა.

ბოლნისელებმა ამ მოგებით, მინიმუმ პირდაპირ გავარდნის საფრთხე აიცილეს, ხოლო გორის „დილა“ 50 ქულის ამარა დარჩა, სამეულისთვის მებრძოლ ქუთაისის „ტორპედოს“ (55) და საჩხერეს „ჩიხურას“ (54) ჩამორჩა და ბრინჯაოს მედლის მოპოვების მცირე შანსი დარჩა.