ვილიანს ბრაზილიაში ემუქრებიან, „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი სამშობლოდან გაქცევას აპირებს #1TVSPORT
„კორინთიანსის“ შემტევი და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი ვილიანი უახლოეს პერიოდში ბრაზილიის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს.
როგორც ESPN იტყობინება, ფეხბურთელი გულშემატკივრებისგან მუქარის წერილებს იღებს ლიბერტადორესის თასზე „ოლვეის რედისთან“ წაგების შემდეგ.
ვილიანის ქალიშვილებს სკოლაში წასვლა ეშინიათ, თავად ფეხბურთელმა კი პირადი მცველენი დაიქირავა. მოთამაშის ცოლი ითხოვს, რომ ვილიანის ოჯახმა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვოს ბრაზილია.
მიმდინარე სეზონში 33 წლის ვილიანმა „კორინთიანსში“ 16 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მისი კონტრაქტი კლუბთან 2023 წლის დეკემბრამდეა ძალაში.