ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა - ჯაბა კანკავა ნაკრებში დაბრუნდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტში ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
სიახლეა ის, რომ ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში დააბრუნა ჯაბა კანკავა, საბა საზონოვი, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, გიორგი წიტაიშვილი, ასევე შემადგენლობაში არიან გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქოჩორაშვილი.
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), საბა საზონოვი (ტორინო, იტალია), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი),ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მზადებას 18 მარტს დაიწყებს. საქართველო-ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.
პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.