სანიოლმა ნაკრებში გამოცდილები დააბრუნა - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
სანიოლმა ნაკრებში გამოცდილები დააბრუნა - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა – გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას 4 ოქტომბრიდან თბილისში დაიწყებს.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბათუმი არენაზე“ საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი გუნდი პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩისთვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა 24 ფეხბურთელი გამოიძახა. 3 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო შერატონში, ვილი სანიოლი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, გოგა ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება.

გუნდს ისევ შეურთდებიან წინა შეკრებაზე არმყოფი გამოცდილი მოთამაშეები – ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი) და თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ხოლო გიორგი ქვილითაია სანიოლიმ ისევ განაცხადს მიღმა დატოვა. ბათუმის „დინამოდან“ კი შვიდის ნაცვლად ოთხი მოთამაშე გამოიძახა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები

გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები

გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი,თურქეთი),ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდასხმელები

ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

 

ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები

9 ოქტომბერი, ბათუმი

საქართველო – საბერძნეთი 20:00

12 ოქტომბერი, პრიშტინა

კოსოვო – საქართველო 22:45

ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.