ვილი სანიოლმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა - ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში გოჩოლეიშვილი, აბურჯანია და კაკაბაძე დააბრუნა #1TVSPORT
ვილი სანიოლმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა - ფრანგმა სპეციალისტმა გუნდში გოჩოლეიშვილი, აბურჯანია და კაკაბაძე დააბრუნა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მზადებას 13 ნოემბერს დაიწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს, 19 ნოემბერს კი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ვალიადოლიდში ითამაშებს.

მოახლოებული მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 25 ფეხბურთელით მოემზადება. ვილი სანიოლმა ნაკრებში დააბრუნა ტრავმის შემდეგ მომჯობინებული ოთარ კაკაბაძე, ასევე გამოიძახა გიორგი გოჩოლეიშვილი და გიორგი აბურჯანია.

ამ შეხვედრებში ნაკრებს ვერ დაეხმარებიან ტრავმირებული ოთარ კიტეიშვილი და დავით ხოჭოლავა, ფრანგმა სპეციალისტმა შეკრებაზე არ გამოძახა საბა საზონოვი და საბა ლობჟანიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო”, თბილისი, საქართველო), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლუკა გუგეშაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი).

მცველები: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ალ ახდუდი“, ნაჯრანი, საუდის არაბეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“ კრაკოვი, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ირაკლი აზაროვი („შახტარი“, დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი („სპეცია“, ლა სპეცია, იტალია), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო“, თბილისი, საქართველო).

ნახვერამცველები და თავდამსხმელები: ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), გაბრიელ სიგუა („ბაზელი“, შვეიცარია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ვალენსია, ესპანეთი), გიორგი აბურჯანია („ჰატაისპორი“, ანთაქია, თურქეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგერი“, ვოლფსბერგი, ავსტრია), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი”, ინგლისი), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), გიორგი მიქაუტაძე („აიაქსი“, ამსტერდამი, ნიდერლანდები), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია).

საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე, 13 ნოემბერს, 12:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართება.

მატჩების განრიგი:

16 ნოემბერი.

21:00 | საქართველო – შოტლანია

19 ნოემბერი

23:45 | ესპანეთი – საქართველო

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნოემბრის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.